საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (PECO) სხდომას დაესწრო

23 მაისი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ  რომელსაც ხელმძღვანელობდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს (PECO)პლენარულ სესიაში რომელიც ქალაქ  ვერონაში გაიმართა.   დელეგაციის შემადგენლობაში  იყვნენ   აღმასრულებელი საბჭოს წევრი  დავით ასათიანი და ქუთაისში მოღვაწე სამი ადვოკატი მარინე მანგოშვილი, ინგა კუპრავა და ქეთევან სვანიძე.

 ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს აღმასრულებელი (PECO) კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო საკითხი საქართველოში ადვოკატთა კორპუსის მდგომარეობის შესახებ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ევროპელ კოლეგებს წარუდგინა მტკიცებულება მის მიმართ განხორციელებული მოსმენების შესახებ,   რომელიც  პროკურატურამ  საჯარო გახადა მსგავსი რამ  არ მომხდარა მასთან მიმართებაში არასდროს.  ზაზა ხატიაშვილმა იღნიშნა, რომ  ადვოკატებს  თუ ისინი იცავენ  სახელმწიფოსათვის მიუღებელ პიროვნებას ხდებიან  თავდასხმის ობიექტები,  რაზეც საერთოდ არ რეაგირებს  სახელმწიფო.  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტმა  ალდო ბალგარელმა წერილი  გაუგზავნა  საქართველოს  პრეზიდენტს,   პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ–მინისტრს, სადაც   ალდო ბალგარელი შეშფოთებას გამოთქვამს  საქართველოში ადვოკატების დევნის გამო  და ხელისუფლებას სთხოვს მიიღოს ზომები, რათა ადვოკატებმა შეძლონ  განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება  ყოველგვარი ჩარევის და შიშის გარეშე.  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტის  წერილზე არც ერთ  მაღალჩინოსანს პასუხი არ გაუცია, რაც მიანიშნებს სახელმწიფოს პოლიტიკაზე–დააკნინოს ადვოკატის ინსტიტუტი.   ზაზა ხატიაშვილმა   ევროპის ადვოკატთა ასოციაციის   და   სამართლის საბჭოს აღმასრულებელი (PECO) კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია,  რომ  მან მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნით, რათა საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლა გახდეს სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ქმედება,  რაც ხელს შეუწყობს ადვოკატის პროფესიის განვითარებას.  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის   საბჭოში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა დავით ასათიანმა აღნიშნა,  რომ კარგი იქნება თუ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭო დაეხმარება ადვოკატთა ასოციაციას  მიაღწიოს საკანონდმებლო ცვლილებებს  იმ კუთხით,  რომ ნებისმიერი პირის ადვოკატთა ასოციაციაში შემოსვლის შემდეგ (თნდაც ის იყოს გენერალური პროკურორი )  მან უნდა გაიაროს აცილებელი 6 თვიანი სწავლების კურსი,  რომ   სხვა   პროფესიის წარმომადგენლის ინტეგრირების პროცესი პრიფესიაში იყოს უმტკივნეულო.  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პირველი ვეცე-პრეზიდენტი მარია სლაზაკი შეხვდა   საქართველოს  დელეგაციის წევრებს სადაც აღნიშნა, რომ ძალიან კარგია როდესაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პლენარულ  სესიას პირველად ესწრებიან  ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები რეგიონიდან,  ხელს შეუწყობს ადვოკატის პროფესიის განვითარებას საქართველოში.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი